რომში გაეროს სამიტზე შიმშილობის დაძლევის გზებზე ეძებენ

დღეს რომში დაიწყო სამიტი, რომელიც იმ ასობით მილიონი ადამიანის დახმარების გზებზე მსჯელობას ეძღვნება, ვისაც საკმარისი საკვები არ გააჩნია. სამდღიან სამიტს, რომელშიც 60 ქვეყნის მეთაურები, სოფლის მეურნეობის მინისტრები და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები მონაწილეობენ, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია აწყობს.
ამ უწყების პროგნოზით, მსოფლიოში ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც სურსათი აკლიათ, 100 მილიონით გაიზრდება და მილიარდს გადააჭარბებს. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბან კი მუნმა შეხვედრის გახსნისას თქვა, რომ „სასურსათო კრიზისი დღეს, ხვალინდელი დღის გაფრთხილებაა“. შეხვედრაზე სიტყვით გამოსულმა ლიბიის ლიდერმა, მოამერ კადაფიმ გაფრთხილება გამოთქვა აფრიკაში „ახალი დროის ფეოდალების“ გამო, რომლებსაც მიწის უზარმაზარი ნაკვეთები ეკუთვნით. მანვე თქვა, რომ აფრიკის მთავარი პრობლემა კომპანიების მიერ სათესლე მასალის მონოპოლიზებაა.