გროზნოდან პირველი საერთაშორისო რეისი შესრულდება

ჩეჩნეთის დედაქალაქ გროზნოდან დღეს პირველი საერთაშორისო რეისი შესრულდება. 200-მდე მომლოცველი საუდის არაბეთში ჰაჯზე გაემგზავრება. იმავე მიმართულებით კიდევ 6 რეისია დაგეგმილი. გროზნოს აეროპორტმა ცოტა ხნის წინ მიიღო საერთაშორისო აეროპორტის სტატუსი.