პალესტინა გაეროს დამოუკიდებლობის აღიარებისთვის მიმართავს

პალესტინის ხელისუფლება პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ცნობის თხოვნით გაეროს მიმართავს. ისრაელი მსგავს ნაბიჯს მიუღებლად თვლის. მოლაპარაკებებში პალესტინის მთავარი წარმომადგენელი - საებ ერეკატი აცხადებს, რომ მიღებულია გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოსთვის მიმართვის შესახებ - დასავლეთ ნაპირსა და ღაზაში პალესტინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღიარებისა და მის დედაქალაქად იერუსალიმის გამოცხადების თაობაზე. ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ნებისმიერი ”ცალმხრივი ქმედების” წინააღმდეგია და აცხადებს, რომ პალესტინის სახელმწიფო მხოლოდ ისრაელთან მოლაპარაკებების შედეგად შეიძლება შეიქმნას.