საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებს აქტიურობას სთხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო ორგანიზაციებს დღეს კვლავ მოუწოდა, რომ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მყოფი რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული ტირძნისელი მოზარდების გასათავისუფლებლად გაცილებით აქტიურად იმოქმედონ. საგარეო საქმეთა სამინისტროში მიაჩნიათ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ მოწოდებათა შემცველი განცხადებები საკმარისი არ არის.