თალიბანმა პაკისტანში გოგონათა სკოლა ააფეთქა

თალიბმა მებრძოლებმა გოგონათა სახელწიფო სკოლა ღამით ააფეთქეს, როდესაც შენობაში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევა პაკისტანის ხიბერის რეგიონში, ავღანეთის საზღვართან ახლოს მოხდა. თვის განმავლობაში ეს უკვე მესამე თავდასხმაა. ბოლო წლების განმავლობაში მებრძოლებმა პაკისტანის ჩრდილო-დასავლეთში ასობით სკოლა ააფეთქეს.