რუსეთის პრეზიდენტი ევროკავშირის და რუსეთის სამიტზეა შვეციაში

რუსეთის პრეზიდენტი, დმიტრი მედვედევი, დღეს სტოკჰოლმში ევროკავშირის ლიდერებს შეხვდა. სამიტზე მოელიან, რომ საუბარი იქნება სავაჭრო ურთიერთობის, ასევე რუსეთის გაზის ევროპის ქვეყნებისთვის მიწოდების უსაფრთხოებაზე. მედვედევი სამიტზე ხვდება მორიგე თავმდომარის, შვეციის პრემიერ-მინისტრს ფრედრიკ რაინფელდტს, ასევე ევროკომისიის თავმჯდომარეს, ჟოზე მანუელ ბაროზუს და ევროკაშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორს, ხავიერ სოლანას.