აშშ-ის პრეზიდენტი აკრიტიკებს ისრაელის ახალ ნაბიჯებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ გააკრიტიკა ისრაელის გადაწყვეტილება, აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაელთათვის ბინების მშენებლობის შესახებ. ობამას თქმით, ეს ნაბიჯი ართულებს მისი ადმინისტრაციის მცდელობას, განახლდეს სამშვიდობო მოლაპარაკება.