თბილისში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტები შეიკრიბნენ

სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჟურნალისტები 19 ნოემბერს გამოცდილების გასაზიარებლად და პრობლემების განსახილველად თბილისში, სასტუმრო ქორთიარდ მერიოტში შეიკრიბნენ. ორდღიან მედია კონფერენციას 70-ზე მეტი ჟურნალისტი, საერთაშორისო ექსპერტი, სამეცნიერო და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ესწრება. რა კონკრეტული პრობლემების წინაშე დგას დღეს ჟურნალისტიკა? რამდენად აუცილებელია პრაქტიკოსი ჟურნალისტისთვის პროფესიული განათლება და კვალიფიკაციის ინტენსიურად ამაღლება? როგორ აისახება მედიაში გასულ ინფორმაციაზე ჟურნალისტების პროფესიონალიზმი და პირიქით, არაპროფესიონალიზმი და როგორია პროფესიონალი ჟურნალისტის სტანდარტი? - ამ და სხვა საკითხებზე იმსჯელებენ ქორთიარდ მერიოტში აზერბაიჯანელი, სომეხი და ქართველი მედიამფლობელები და ჟურნალისტები ორი დღის განმავლობაში.