უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. იუშჩენკო დაჰპირდა სააკაშვილს, რომ უკრაინა არასოდეს აღიარებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.