კვირას აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართება

საფრანგეთმა დღეს გამოაცხადა, რომ კვირას მიუნხენში, საფრანგეთის საკონსულოში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე იმსჯელებენ. მოლაპარაკებას ეუთოს ეგიდით უშუამავლებენ აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის წარმომადგენლები.