რუსეთმა და უკრაინამ კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს

რუსეთი დათანხმდა უკრაინისთვის გაზის მიწოდების პირობების შემსუბუქებაზე. მოსკოვის თქმით, ამ შეთანხმებით აღკვეთილ იქნება შეფერხებები ევროპის გაზით მომარაგების პროცესში. რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, ვლადიმირ პუტინმა - თავის უკრაინელ კოლეგა იულია ტიმოშენკოსთან იალტაში შეხვედრის შემდეგ - განაცხადა, რომ ეკონომიკის კრიზისის შედეგად გაზის შეთანხმებულზე ნაკლები რაოდენობის შესყიდვის გამო რუსეთი უკრაინას ჯარიმას არ დაუწესებს. შარშან უკრაინასა და რუსეთს შორის მომხდარ უთანხმოებას რუსული გაზის მიწოდების შეწყვეტა მოჰყვა, რამაც ევროპაში გაზის დეფიციტი გამოიწვია.