ირანი სამხედრო წვრთნას ჩაატარებს ბირთვული ობიექტების დასაცავად

ირანის სამხედრო მეთაურის თქმით, ეს ქვეყანა აპირებს საჰაერო თავდაცვის სფეროში სამხედრო მანევრები მოაწყოს, რისი მიზანიც ბირთვული ობიექტების დაცვის უზრუნველყოფა იქნება. ინფორმაცია გაავრცელა „ფარსის სააგენტომ“, შეიარაღებული ძალების საჰაერო თავდაცვის შტაბის მეთაურის, ბრიგადის გენერლის, აჰმად მიგჰანის ნათქვამზე დაყრდნობით.