მანანა მანჯგალაძე საქართველოს პრეზიდენტის ახალი პრესსპიკერია

საქართველოს პრეზიდენტს ახალი პრესსპიკერი ჰყავს. დღეს შიდა ქართლში სტუმრობის დროს მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტი მანანა მანჯგალაძე ოფიციალურად წარადგინა. პრეზიდენტის აზრით, მანანა მანჯგალაძე ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჟურნალისტია საქართველოში. სააკაშვილის განცხადებით, ამიერიდან მანანა მანჯგალაძე გააცნობს საქართველოსა და მთელს მსოფლიოს პრეზიდენტის პოზიციას ამა თუ იმ საკითხზე. მანანა მანჯგალაძე ტელეკომპანია ”იმედის” საინფორმაციო გადაცემის ”ქრონიკა 20:00 საათზე” წამყვანი იყო.