ეუთო უკრაინის არჩევნებს დააკვირდება

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიუროს მისიამ უკრაინაში მიმდინარე საარჩევნო კამპანიის მონიტორინგი დაიწყო. ამ პროცესში ეუთოს 50-ზე მეტი მეთვალყურე მონაწილეობს. ორგანიზაციის კიდევ 600-მდე დამკვირვებელი უკრაინაში უშუალოდ საპრეზიდენტო არჩევნების დღისთვის ჩავა. 17 იანვარს დანიშნულ არჩევნებში მონაწილეობას პრეზიდენტობის 18 კანდიდატი მიიღებს.