აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტებს შორის კონსტრუქციული დიალოგი გაიმართა

აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების მოლაპარაკების თაობაზე დღეს განცხადება გაავრცელა ეუთოს მინსკის ჯგუფმა, რომელიც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოსაგვარებლად შუამავლის მისიას ასრულებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მიუნხენში, კვირას გამართული თითქმის ოთხსაათიანი კონსტრუქციული შეხვედრის შედეგად, ზოგიერთ სფეროში პროგრესია მიღწეული. ეუთოს მინსკის ჯგუფი რაიმე დეტალებს არ ასახელებს და აღნიშნავს, რომ ჯგუფის თანათავმჯდორმეებთან მუშაობის გაგრძელება სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებმა საგარეო საქმეთა მინისტრებს დაავალეს.