ნათელაშვილი სააკაშვილის გადადგომას მოითხოვს

ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა "ვარდების რევოლუციის" მე-6 წლისთავზე მიხეილ სააკაშვილის მმართველობის შედეგები შეაჯამა და კვლავ მისი გადადგომა მოითხოვა. დღევანდელ პრეს-კონფერენციაზე ნათელაშვილმა განაცხადა, რომ კორუმპირებული ძალებისა და უცხოური ცენტრების დახმარებით, სააკაშვილმა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება მოახდინა და ძალაუფლება მიითვისა. ლეიბორისტთა ლიდერის შეფასებით, ამჟამინდელი ხელისუფლების მმართველობისას საქართველო სამ ნაწილად დაიშალა, დარჩენილი ტერიტორია კი - კოლონიად გადაიქცა. ნათელაშვილმა მსოფლიო თანამეგობრობას მოუწოდა, გააძლიეროს ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, რათა მან უზურპირებული ძალაუფლება სისხლისღვრის გარეშე დათმოს.