ირანის პრეზიდენტი ბრაზილიაშია

ირანის პრეზიდენტი, მაჰმუდ აჰმადინეჟადი, ბრაზილიას სტუმრობს. ეს ირანის პრეზიდენტის ამ ქვეყანაში ვიზიტის ისტორიაში პირველი შემთხვევაა. აჰმადინეჟადი მოლაპარაკებას გამართავს პრეზიდენტ ლუის იგნასიო ლულა დე სილვასთან - რომელიც 2010 წლის დასაწყისში თავად ჩავა თეირანში. ირანის საელჩოს თანახმად, აჰმადინეჟადის ერთდღიანი ვიზიტის დროს გაფორმდება ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები. აჰმადინეჟადი ეწვევა კონგრესს, გამართავს პრეს-კონფერენციას, და სიტყვით გამოვა უნივერსიტეტში. კვირას რიო-დე-ჟანეიროში 1,000-ზე მეტი პირი შეიკრიბა აჰმადინეჟადის ვიზიტის გაპროტესტების მიზნით. როგორც ცნობილია, წარსულში აჰმადინეჟადი ისრაელის რუკიდან გაქრობის მოწოდებით გამოვიდა, და ჰოლოკოსტი უარყო. მომავალი რამდენიმე დღის განმავლობაში აჰმადინეჟადი ბოლივიას და ვენესუელას ეწვევა.