თურქმენეთის პრეზიდენტი იტალიას ეწვია

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა იტალიაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის გააქტიურების მიზნით. დღის წესრიგი ითვალისწინებს მის შეხვედრებს იტალიის უამღლესი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის პრემიერ-მინისტრ სილვიო ბერლუსკონისთან. მოსალოდნელია, რომ მხარეები რამდენიმე კონტრაქტს გააფორმებენ. ბერდიმუხამედოვის ვიზიტის ფონია თურქმენეთ-იტალიის ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც რომი მასპინძლობს.