გაეროს ოპერაცია მეამბოხეების წინააღმდეგ კონგოში წარუმატებელია

გაეროს ოპერაციას რუანდელი მეამბოხეების წინააღმდეგ აღმოსავლეთ კონგოს რეგიონში შედეგი არ მოჰყოლია. BBC-ს ცნობით ამის შესახებ ნათქვამია გაეროს მანდატის მქონე ექსპერტების დასკვნაში. ექსპერტთა ჯგუფის მიხედვით, გაერომ ვერ შეაჩერა არალეგალური ვაჭრობა მინერალებით და გააუარესა ჰუმანიტარული კრიზისი. მეამბოხეები, ემბარგოს მიუხედავად აგრძელებენ იარაღით აღჭურვას და ახალ მებრძოლებს იმატებენ.