მოსკოვში ქართველის ცემით მოკვლაში ეჭვმიტანილს ბრალს დღეს წაუყენებენ

მილიციელ ანვარ იბრაგიმოვს, რომელიც ეჭვმიტანილია აფხაზეთიდან დევნილ ედუარდ ღურწკაიას მკვლელობაში, ბრალს დღეს წაუყენებენ. ამის შესახებ "ინტერფაქსი" იუწყება. ღურწკაია 23 ნოემბერს, მოსკოვში ცემით მოკლეს. დანაშაულში ეჭვმიტანილი მილიციის სამი თანამშრომელი იყო, თუმცა ორი მათგანი გაათავისუფლეს. ედუარდ ღურწკაიას საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო გაიღებს.