რუსეთი აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრებს დაიცავს

რუსი მესაზღვრეები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრების უსაფრთხოებას თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით დაიცავენ - ამის შესახებ გენერალმა ალექსანდრ მანილოვმა განუცხადა დღეს ჟურნალისტებს მოსკოვში. მანილოვი დსთ-ის სასაზღვრო ძალების სარდალთა საკოორდინაციო სამსახურის ხელმძღვანელია. გენერალის ინფორმაციით, უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად რუსი მესაზღვრეები რადიოლოკაციურ ოპტიკურ ტექნიკასა და თანამედროვე გემებს გამოიყენებენ. რუსი გენერლის განცხადებით, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვრები საიმედოდ დაცული იქნება.