გაეროს ბირთვული უწყება ირანის მიმართ კრიტიკულ რეზოლუციას იღებს

გაეროს ბირთვული ენერგეტიკის სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გმობს ირანში ურანის გასამდიდრებელი საიდუმლო ობიქტის არსებობას და პროექტის დაუყოვნებლივ შეჩერებას მოითხოვს. ეს ბოლო 4 წლის განმავლობაში ატომური სააგენტოს მიერ ირანის მიმართ ასეთი კრიტიკული რეზოლუციის მიღების პირველი შემთხვევაა. დიპლომატების ინფორმაციით, გაეროს ბირთვული უწყების სამეურვეო საბჭოს 35 წევრიდან რეზოლუციას ხმა 25-მა მისცა.