რუსეთში დაიწყო მატარებლის ავარიის გამოძიება

რუსეთში ავარია მოუვიდა მატარებელ „ნევსკი ექსპრესს“. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დაიღუპა, სულ ცოტა, 26 და დაშავდა ასამდე მგზავრი. დაღუპულთა ამოცნობისა და სამედიცინო ექსპერტიზის პროცედურები ტვერში მიმდინარეობს. მატარებელი, რომელიც მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიდიოდა, ლიანდაგიდან პარასკევს საღამოს, ნოვგოროდისა და ტვერის ოლქების საზღვართან გადავიდა. ავარიის გამო აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტერორიზმის“ მუხლით. რუსეთის უშიშროების სამსახურში აცხადებენ, რომ ავარია, სავარაუდოდ, აფეთქებამ გამოიწვია.