ერაყში ნოემბერში დახოცილთა რიცხვი ყველაზე მცირეა 2003 წლის შემდეგ

ერაყის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ამ ქვეყანაში გასულ თვეში ძალადობის მსხვერპლი 122 ადამიანი გახდა. ეს ყველაზე დაბალი რიცხვია 2003 წელს იქ აშშ-ის არმიის მეთაურობით უცხოეთის ჯარების შეჭრის შემდეგ.