დღეს ძალაში შევიდა ევროკავშირის ლისაბონის ხელშეკრულება

ევროპის კავშირის ლისაბონის ხელშეკრულება დღეს შევიდა ძალაში მას მერე, რაც ჩეხეთის რესპუბლიკამ, ნოემბერში, როგორც ბოლო ქვეყანამ, მიიღო დოკუმენტი. ხელშეკრულების მიზანია, ევროკავშირის მმართველობა უფრო ცენტრალიზებული გახადოს, საგარეო პოლიტიკას მეტი ეფექტიანობა შესძინოს და ბრიუსელის გადაწყვეტილებების მიღების მექანიზმი უფრო მოქნილად გადააქციოს. ხელშეკრულება გულისხმობს ევროპის კავშირის პრეზიდენტის და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტების შემოღებას.