თემურ იაკობაშვილი ელჩებს შეხვდა

ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს ხელისუფლების შემდგომ სტრატეგიაზე დღეს სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიისა და საფრანგეთის ელჩებმა იმსჯელეს. მათივე მონაწილეობით, სტრატეგიის პროექტის განხილვა 11 დეკემბერსაა დაგეგმილი. თემურ იაკობაშვილის განმარტებით, სტრატეგია მოიცავს საქართველოს მთავრობის ურთიერთობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოსახლეობასთან, სახალხო დიპლომატიას და განათლებისა და კულტურული მემკვიდრეობის საკითხებს. სტრატეგიის საბოლოო ვარიანტი წლის ბოლოსთვის მომზადდება.