აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი 20%-ით გამდიდრებულ ურანს აწარმოებს

ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადმა დღეს „უკანონო“ უწოდა გაეროს ატომური უწყების რეზოლუციას ირანის ბირთვულ პროგრამაზე. აჰმადინეჟადის განცხადებით, ირანი აპირებს აწარმოოს 20%-ით გამდიდრებული ურანი თავისი ბირთვულ საწარმოებისთვის. ამით აჰმადინეჟადმა უგულებელჰყო ატომური ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მოთხოვნა ურანის გამდიდრების შეჩერების შესახებ. კვირას ირანმა გამოაცხადა, რომ ურანის გასამდიდრებლად კიდევ 10 ობიექტს ააშენებს.