გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში იმყოფება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ბრიუსელში იმყოფება, სადაც იგი ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობს. შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ალიანსისადმი საქართველოს ვალდებულებების შესრულებაზე იმსჯელებენ.