რუსეთმა და ამერიკამ ქობინების რაოდენობა მეოთხედით უნდა შეამცირონ

რუსეთი და ამერიკის შეერთებული შტატები ამთავრებენ შეტევითი სტრატეგიული თავდასხმითი შეიარაღების შესახებ შეთანხმების მომზადებას. ახალი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობა ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტების დავალებით დაიწყო ივლისში გამართული შეხვედრის შემდეგ. ხელშეკრულების თანახმად, ორივე მხარემ საბრძოლო ქობინების რაოდენობა სულ ცოტა მეოთხედით მაინც უნდა შეამციროს.