დანია, რომელიც მომავალ კვირაში კლიმატური ცვლილებების შესახებ გაეროს სამიტს მასპინძლობს, მიესალმება შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას, მონაწილეობა მიიღოს კონფერენციის დასკვნით ნაწილში. დანიის პრემიერ-მინისტრმა ლარს ლოკე რასმუსენმა დღეს თქვა, რომ „პრეზიდენტ ობამას ძლიერი ყურადღება კლიმატური ცვლილებების საკითხის მიმართ და მისი მსოფლიო ლიდერობა კოპენჰაგენის მოლაპარაკებების საკვანძო მნიშვნელობის გარემოებებია“. კონფერენცია ორშაბათს იწყება.