დიდი ბრიტანეთის რიგ ქალაქებში მასობრივი აქციები ტარდება გლობალური დათბობის წინააღმდეგ ზომების მოთხოვნით

ლონდონში და დიდი ბრიტანეთის რიგ ქალაქებში მასობრივი აქციები ტარდება. დემონსტრანტები კლიმატური ცვლილებების შესახებ საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისგან მოითხოვენ, რომ შეთანხმდნენ გლობალური დათბობის წინააღმდეგ საბრძოლველ სასწრაფო ზომებზე. ბი-ბი-სი-ს ცნობით, ლონდონის ცენტრში ათასობით ადამიანი გავიდა ქუჩებში.