ინგუშეთში სროლის შედეგად ადგილობრივი მოსახლე დაიჭრა

ინგუშეთში, ნაზრანის რაიონში, სროლის შედეგად დაიღუპა ადგილობრივი მოსახლე. დაიჭრა მისი ძმა - შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურე. ამის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება რესპუბლიკის საგამოძიებო კომიტეტზე დაყრდნობით. მანამდე იტყობინებოდნენ, რომ სოფელ პლიევოში სროლისას სახელმწიფო ნარკოკონტროლის ორი თანამშრომელი დაიჭრა.