თბილისი ლავროვის ბრალდებებს პასუხობს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თბილისი საერთაშორისო ვალდებულებებს, კერძოდ, სარკოზის გეგმად წოდებულ შეთანხმებას არ ასრულებს. ”მსგავსი ბრალდებების მიზანია, შეიქმნას საერთაშორისო აზრი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ირღვევა საერთაშორისო სამართალი, რათა რუსეთს საკუთარ განზრახვათა განხორციელების შესაძლებლობა მიეცეს” - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ. მისივე განმარტებით, მოსკოვის მსგავსი ბრალდებები თბილისს განგაშის საფუძველს არ უქმნის, თუმცა, პროვოკაციათა თავიდან ასაცილებლად სიფხიზლე აუცილებელია.