დავითაია შავი ზღვის აკვატორიის პატრულირებას ითხოვს

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია მიიჩნევს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული კატარღების განლაგებით გამოწვეული საფრთხის გამო, შავი ზღვის აკვატორიაში აუცილებელია ნატოს, ან აშშ-ის გემების პატრულირება. დღევანდელ ბრიფინგზე დავითაიამ საქართველოს მთავრობას შესაბამისი წინადადების შემუშავების ინიციატივით მიმართა. პარლამენტის ვიცე-სპიკერი ფოთის პორტისკენ მიმავალი გემების ბლოკირებას არ გამორიცხავს.