პაკისტანის ქალაქ ლაჰორში მომხდარ ორ აფეთქებას, სავარაუდოდ, მსხვერპლი მოჰყვა

პაკისტანიდან გავრცელებული ინფორმაციით, ორი აფეთქება მოხდა აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ლაჰორის ბაზარში. სავარაუდოდ, არის მსხვერპლი. აფეთქების მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. დღეს, უფრო ადრე, თვითმკვლელმა თავდამსხმელმა აფეთქება მოაწყო სასამართლოს შენობასთან ქალაქ ფეშავარში. დაიღუპა 10, დაიჭრა 40-ზე მეტი ადამიანი.