ერაყში 6 მარტისთვის დაინიშნა საპარლამენტო არჩევნები

ერაყის პრეზიდენტის საბჭომ 6 მარტისთვის დანიშნა მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები. პრეზიდენტ ჯალალ თალაბანის ადმინისტრაციის უფროსის, ნასირ ალ-ანის განცხადებით, თარიღი შეარჩიეს პრეზიდენტის საბჭოსა და საარჩევნო კომისიის წარმომადგენლების შეხვედრის დროს. ერაყის კონსტიტუციით, არჩევნები მომავალი წლის იანვრის მიწურულს უნდა გამართულიყო, მაგრამ საამისოდ აუცილებელი კანონის მიღება პოლიტიკურმა უთანხმოებამ დააყოვნა.