რუსეთი აფხაზეთის საპრეზიდენტო არჩევნებს დააკვირდება

რუსეთის სახელმწიფო სათათბირო აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებზე დამკვირვებლებს გაგზავნის.“იტარ-ტასის” ცნობით ამის შესახებ სათათბიროს დსთ-ს საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსეი ოსტროვსკიმ განაცხადა. 7-წევრიან დელეგაციაში დუმის ყველა ფრაქციის წევრი შევა. დელეგაციას თავად ოსტროვსკი უხელმძღვანელებს. რუსი დეპუტატები აფხაზეთში 10-დან 13 დეკემბრამდე დარჩებიან და არჩევნების მომზადებას, მსვლელობას და ხმების დათვლას დააკვირდებიან.