რუსეთის პროვოკაციების გამო საქართველო საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

რუსეთის პროვოკაციული მოქმედებების გამო, საქართველოს პარლამენტმა, საერთაშორისო თანამეგობრობისადმი გასაგზავნი სპეციალური განცხადების პროექტი მოამზადა. მასში საუბარია რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაზე, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დღემდე გრძელდება. პარლამენტი საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, მიმართოს ყველა შესაძლო ზომას, რუსეთის უკანონო მოქმედების აღსაკვეთად. სპეციალურ განცხადებას საქართველოს პარლამენტი პარასკევს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.