საქართველოს პარლამენტი რუსეთის ქმედებებზე განცხადებას ამზადებს

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის 9 დეკემბრის სხდომაზე იმსჯელეს განცხადების ტექსტზე, რომელშიც, პარლამენტის პრეს-სამსახურის ცნობით, ქრონოლოგიურად იქნება აღწერილი რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი უკანონო ქმედებები. ”განცხადება მიმართულია საერთაშორისო თანამეგობრობის, მეგობარი ქვეყნების პარლამენტებისა და საერთაშორისო ინსტიტუტებისადმი იმისათვის, რომ მათ გააძლიერონ რუსეთის ფედერაციაზე საერთაშორისო პოლიტიკური და დიპლომატიური ზემოქმედება” - აღნიშნულია პრეს-რელიზში. რუსეთის ქმედებების შესახებ განცხადებას პარლამენტი უახლოეს სხდომაზე მიიღებს.