ევროკავშირის ლიდერებმა ბრიუსელში დაიწყეს ორდღიანი სამიტი

ევროკავშირის ლიდერებმა დღეს ბრიუსელში გახსნეს სამიტი, რომელიც პირველ რიგში ეძღვნება კლიმატის ცვლილებებს და ეკონომიკურ კრიზისს. 27 ქვეყნის ლიდერები შეეცდებიან, გამოჰყონ ევროკავშირის როლი გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლაში, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლაში განვითარებადი ქვეყნებისთვის დახმარების სახით ექვსი მილიარდი ევროს პაკეტის გამოყოფით. სამიტზე საბერძნეთის საფინანსო კრიზისზეც იმსჯელებენ.