პაკისტანის მთავრობა 20 დახოცილი მეამბოხის შესახებ იუწყება

პაკისტანის სამთავრობო ძალებმა 20 მეამბოხე დახოცეს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონში, სადაც თალიბებისა და „ალ-ყაიდის“ წინააღმდეგ შეტევით ოპერაცია მიმდინარეობს. პაკისტანის მთავრობის განცხადებით, ავიაშეტევის შედეგად განადგურდა ორი თავშესაფარი.გაეროს მიერ გავრცელე ბული განცხადებით, ავღანეთის საზღვრის მახლობლად მდებარე პროვინცია ორაქზაი, სადაც საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, 40 ათასმა სამოქალაქო პირმა დატოვა და ყველა მათგანი ჰუმანიტარულ დახმარებას საჭიროებს.