ირანის ოპოზიცია მთავრობას აფრთხილებს ოპოზიციის წინააღმდეგ ქმედების გამო

ირანის ოპოზიციამ ბრალად დასდო ხელისუფლებას, რომ ემზადება, როგორც მან უწოდა, „უჩვეულო ქმედებისთვის“, რეფორმისტული მოძრაობის ჩახშობის მიზნით. ოპოზიციის ლიდერის, ჰოსეინ მუსავის უებგვერდზე განთავსებული განცხადებით, განიხილავენ თემას, თითქოს ოპოზიციამ შეურაცხჰყო რევოლუციის ლიდერი, აიათოლა რუჰოლა ხომეინი გასული კვირის დემონსტრაციის დროს. მუსავის თანახმად, ხელისუფლება ამზადებს საშუალებებს, უჩვეულო მეთოდებით შეებძროლოს ოპოზიციას.