იხსნება თურქმენეთისა და ჩინეთის დამაკავშირებელი გაზსადენი

ჩინეთის და შუა აზიის რესპუბლიკების ლიდერებმა მონაწილეობა მიიღეს ცერემონიაში, რომლითაც აღინიშნა ჩინეთისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების დაწყება. გაიხსნა გაზსადენი, რომელსაც თურქმენეთის აღმოსავლეთიდან გაზი ჩინეთის ჩრდილო-დასავლეთში, სინიანის რეგიონში ჩააქვს, უზბეკეთის და ყაზახეთის გავლით. ცერემონია სამანდეპეში გაიმართა - აღმოსავლეთ თურქმენეთში, სადაც ნავთობსადენი სათავეს იღებს. ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა, ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ, ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა და უზბეკეთის პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა.