თბილისი არასრულწლოვნების საკითხთან დაკავშირებით ჰამარბერგს ელის

ოკუპირებული ცხინვალის საპატიმროში მყოფი საქართველოს არასრუწლოვანი მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე დღეს თბილისში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობაშვილმა და ეუთოს ამჟამინდელი და მომავალი თავმჯდომარე ქვეყნების საბერძნეთის და ყაზახეთის სპეციალურმა წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრობლემის მოსაგვარებლად საქართველოს ხელისუფლება კვლავ ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ელის.