აშშ შუა აზიას ავღანეთის ტვირთებისთვის სულ უფრო მეტად იყენებს

აშშ-მ მნიშვნელოვნად გააფართოვა შუა აზიის ტერიტორიის გამოყენება ავღანეთში მყოფი ძალებისთვის ტვირთების მისაწოდებლად. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ დევიდ სედნიმ სენატს განუცხადა, რომ ბოლო 11 თვის მანძილზე შუა აზიის რკინიგზის გამოყენებით აშშმ თითქმის 5000 კონტეინერი ტვირთი ჩაიტანა ავღანეთში და მომავალში მისი მოცულობის გაზრდას გეგმავს.