რასმუსენი დღეს მედვედევსა და პუტინს შეხვდება

ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი მოსკოვშია. დღეს ის რუსეთის პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან მოლაპარაკებებს გამართავს. რასმუსენის განცხადებით, ის შეეცდება მეტი დახმარება მიიღოს რუსეთისგან ავღანეთის ოპერაციის უზრუნველყოფისთვის, ტექნიკითა და ავღანეთის ძალების გაწვრთნაში დახმარების ჩათვლით. დღევანდელი მოლაპარაკებები შეეხება აგრეთვე ანტისარაკეტო დაცვის შესახებ გეგმებსა და რუსეთის წინადადებებს ევროპის უსაფრთხოების სტრუქტურების ცვლილების შესახებ.