აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი: ”ნაურუ? სწორად გამოვთქვამ? მგონი შემეშალა”

ნაურუს მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება ვერაფრით შეუწყობს ხელს სეპარატისტული რეგიონების დე ფაქტო მთავრობების ლეგიტიმურობის გამყარებას. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა იან კელიმ განაცხადა. ”რაც შეეხება კუნძულ ნაურუს საკითხს... ნაურუ? სწორად გამოვთქვამ? არა, შემეშალა...” - ასეთი შესავალი გაუკეთა იან კელიმ თავის კომენტარს. მან დასძინა, რომ ამერიკა, ისევე როგორც მსოფლიოს ქვეყნების სრული უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სეპარატისტულ რეგიონებს საქართველოს ნაწილად განიხილავს.