ჰამარბერგმა ცხინვალში ვიზიტისას ვერ მიაღწია ორი ტირძნისელი მოზარდის გათავისუფლებას

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, თომას ჰამარბერგი დღეს ცხინვალში, დე ფაქტო ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას აწარმოებდა ქართველი მოზარდების გასათავისუფლებლად. ჰამარბერგმა ამ მიზანს ვერ მიაღწია, მაგრამ ცხინვალიდან დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. როგორც ჩვენი კორესპონდენტი იტყობინება, ევროსაბჭოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აღარ ჩავა ცხინვალში და ტელეფონით განაგრძობს ამ საკითხზე მოლაპარაკებებს.