ბელორუსიის პარლამენტმა გადადო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების საკითხის განხილვა

ბელორუსის პარლამენტმა საგაზაფხულო სესიამდე გადადო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება-აღიარების საკითხის განხილვა. ამ შინაარსის განცხადება გააკეთა პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, სერგეი მასკევიჩმა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია, საგაზაფხულო სესიის რომელ მონაკვეთში განიხლავს პარლამენტი ზემოხსენებულ საკითხს. ბელორუსი დეპუტატები საქართველოში 17-20 ნოემბერს იმყოფებოდნენ და თბილისში, სოხუმსა და ცხინვალში არსებული სიტუაცია შეისწავლეს. მათ 16 დეკემბერს წარუდგინეს ანგარიში ბელორუსის პარლამენტის ზედა და ქვედა პალატების საერთაშორისო საკითხთა კომისიებს.