ლიბანის პრემიერი სირიაში ჩავიდა

ლიბანის პრემიერ-მინისტრი, საად ალ ჰარირი სირიაში ჩავიდა. ეს ალ ჰარირის პირველი ვიზიტია დამასკოში, სადაც ის სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს შეხვდება. ამ სტუმრობით უნდა დასრულდეს თითქმის ხუთწლიანი მტრობა სირიასა და ჰარირის ფართო პოლიტიკურ ალიანსს შორის. მოელიან, რომ ამ ვიზიტისას ორ ლიდერი შეთანხმდება მთავრობებს შორის თანამშრომლობაზე ლიბანის სტაბილურობის სფეროში.